გაეროს კონფერენცია

გ ა ე რ ო ს კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა (27.02.2020-04.03.2020)

მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გაეროს მოდელირების კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ -ბინაში, მიმდინარეობს.
 კონფერენციას 3500-მდე ახალგაზრდა ლიდერი ესწრება. მათ შორის 18 ქართველი ლიდერი, რომელიც დაკომპლექტებულია ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ ამერიკული სკოლის IX-XI კლასის მოსწავლეებით.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები ჩართული არიან გაეროს საკომიტეტო სამუშაოებსა და დებატებში, წარადგენენ მოხსენებებს, იღებენ რეზოლუციებს.
პროექტის მონაწილეები დაბინავებული არიან მანჰეტენზე, სასტუმრო HILTON-ში. თავისუფალ დროს მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მოინახულონ ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები.

✔️ წარმატებები ჩვენს ლიდერებს! ჯანმრთელები და გამარჯვებულები დაგვიბრუნდით

Attached Files