მოსწავლეთა რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლისათვის

      ქართულ-ამერიკულ სკოლაში იწყება მოსწავლეთა რეგისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლისათვის.�
 გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებული ბმულიდან, აღნიშნოთ თქვენთვის მოსახერხებელი ონლაინ შეხვედრის დრო, ონლაინ პლატფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.
 დაწყებითი საფეხურის ლინკი:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSfagw2hNly.../viewform...

 მაღალი საფეხურის ლინკი:
https://docs.google.com/.../1FAIpQLSdFL8WqtB7.../viewform...

გისურვებთ წარმატებას 

 

ქართულ-ამერიკული სკოლა. Georgian-American School არის ადგილი, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას ამერიკული სტანდარტებით აღჭურვილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში.

ქართულ-ამერიკული სკოლა არის TOEFL და SAT გამოცდების პროვაიდერი საქართველოში;

სკოლა არის ამერიკის მათემატიკური საზოგადოების Mu Alpha Theta-ს წევრი, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ამერიკაში გამართულ ყველა სახეობის მათემატიკურ კონკურსში;

სკოლა არის საერთაშორისო ოლიმპიადების - IJSO,  კონფერენციების - INTEL ISEF,  გამოფენების - MILSET საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და IMUNA-ს  გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია) პარტნიორი. ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ ამ ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებებში. აქ მოპოვებული დიპლომები კი მათ არსებითად ეხმარება უცხოეთში სასწავლო გრანტის მოპოვებაში.

ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის საფასურია:   

✅ I-VI კლასებში-- 8600ლარი

Attached Files