ICYS 2016 ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია

დამტკიცდა ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა გუნდი, რომელიც საქართველოს ნაკრების სახელით იასპარეზებს XXIII საერთაშორისო კონფერენციაზე. ICYS 2016 ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში 16-22 აპრილს გაიმართება.


საქართველოს ღირსებას რუმინეთში დაიცავენ ჩვენი სკოლის შემდეგი მოსწავლეები: 
1. ნია ბარამაძე
2. ეკატერინე აქუბარდია
3. მარიამ ბუღაძე
4. მარიამ როსტომაშვილი
მათემატიკის სექციაში პროექტების ხელმძღვანელია, ქართულ-ამერიკული სკოლის კათედრის გამგე - ია მებონია, ფიზიკის პედაგოგი - გენადი კიანი.