ოქროს მედლები ICYS-ის საერთაშორისო კონფერენციაზე.

2015 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია (ICYS), რომელშიც 28 ქვეყნის 203 მოსწავლე მონაწილეობდა, ქართველებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც კონფერენციიდან გამარჯვებული დაბრუნდა, ქართულ-ამერიკული და ქართულ- ამერიკული უმაღლესი სკოლის 8 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული:

- მარი ქანაშვილი
- გიორგი მესხი
- გიორგი გიორგაძე
- ჯაბა ჯაბაური
- ანა ოსიაშვილი
- ანა ზივზივაძე
- უჩა რაზმაძე
- ავთო ავალიშვილი

ოქროს მედლები მათემატიკაში მარი ქანაშვილმა და გიორგი მესხმა მოიპოვეს, ვერცხლის მედლები კი - გიორგი გიორგაძემ და ჯაბა ჯაბაურმა. ICYS მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომელიც ყოველწლიურად იმართება სხვადასხვა ქვეყანაში და რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა მეცნიერები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან საკუთარ მეცნიერულ მიღწევებს წარმოადგენენ 5 სექციაში: კომპიუტერული და საინჟინრო მეცნიერებებში, გარემოს დაცვაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და ფიზიკაში. 
აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული სკოლის მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელს, ია მებონიას.

ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული კონფერენციის მეორე ნაწილი - კულტურული და შემეცნებითი პროგრამა. ამ ტიპის პროექტი სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეთა დაახლოებას ითვალისწინებს.

მოეწყო ექსკურსიები იზმირში, ანტიკურ ქალაქ ეფესოში, სადაც მდებარეობს არტემიდას ტაძარი, რომელიც მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია..
მოსწავლეებმა მოილოცეს ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა და დაკრძალულია წმინდა მარიამი. მონაწილეებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა კულტურულმა ტურმა.

ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას და ვუსურვებთ კვლავ წარმატებით გამოსვლას მომავალ 
23-ე კონფერენციაზე, რომელიც 2016 წელს რუმინეთში გაიმართება.