შტუტგარტი 2017

დამტკიცდა შემადგენლობა საქართველოს ნაკრები გუნდისა, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა საერთშორისო კონფერენციაზე იასპარეზებს. წელს კონფერენციას 16-22 აპრილს გერმანიის ქალაქი შტუტგარტი უმასპინძლებს. ნაკრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტდა.
ჩვენი მოსწავლეები თავიანთ ნაშრომებს ინგლისურ ენაზე მათემატიკის, ფიზიკის და სიცოცხლის მეცნიერებების სექციებში წარადგენენ.
საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:

მათემატიკის სექციაში:
• გიორგი ბუგეჩაშვილი
• თინათინ ლაღაძე
• მამუკა კობახიძე
• დავით გუდაძე
• მარიამ როსტომაშვილი

ფიზიკის სექციაში:
• მარიამ გიგაური

სიცოცხლის მეცნიერებების სექციაში:
• თინათინ კამკამიძე
• არჩილ გელენავა
• მარი მამნიაშვილი
• ნინო გიორგაძე

გერმანიაში 28 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე იასპარეზებს.
წარმატებას ვუსურვებთ ქართველ მოსწავლეებს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ისევე როგორც შარშან რუმინეთში, ჩვენი ნაკრები კვლავაც ოქროს მედლით დაგვიბრუნდება!