ქართულ–ამერიკული სკოლა დაარსდა 2008 წელს. სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია ირმა  მესხიშვილი. სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სამედიცინო კაბინეტით, კვების ბლოკით, დახურული სპორტული, თეატრალური და საკონფერენციო დარბაზებით. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უსაფრთხო გარემოთი და სატრანსპორტო მომსახურებით. ქართულ–ამერიკული სკოლის მასწავლებელთა გუნდი მომავალ თაობას აძლევს ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებულ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის განათლებას. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს ქვეყნის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო კონფერენციებსა თუ ოლიმპიადებზე.