სკოლის ისტორია

 

  • ქართულ-ამერიკული სკოლა 2013 წელს დაარსდა. სკოლა განთავსებულია 1800 კვ.მ. ფართობზე. შენობის ფართი 600 კვ. მეტრია.
  • სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს, მაღალი ხარისხის კვებას და საიმედო, კომფორტულ სატრანსპორტო მომსახურებას თბილისის ყველა უბანში.
  • სკოლის ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია.
  • სკოლის მისისაა აღზარდოს წიგნიერი და კრეატიულად მოაზროვნე, შემოქმედებითი და მიზანდასახული პიროვნება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოში.
  • სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, ბიბლიოთეკით, სამედიცინო კაბინეტით, კვების ბლოკით, საკონფერენციო კაბინეტით, ღია სპორტული მოედნით.
  • სკოლის პედაგოგთა გუნდი მომავალ თაობას აძლევს ეროვნულ ტრადიციებზე დაფუძნებულ მსოფლიო სტანდარტების შესაბამის განათლებას.
  • ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს ქვეყნის შიგნით და გარეთ, საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.