სკოლაში მიღება

ქართულ-ამერიკულ სკოლაში I კლასის მოსწავლეები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე, ხოლო II-XI კლასის მოსწავლეები მიიღებიან გასაუბრება/ტესტირების საფუძველზე (აღნიშნული გამოცდა მოიცავს ყველა საგანს, რასაც მოსწავლე შესაბამის კლასში შეისწავლის).

გამოცდებისა და გასაუბრების შემდეგ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელსა და სკოლას შორის გაფორმდება ხელშეკრულება საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ.

 

ქართულ–ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:

1. დაბადების მოწმობის დედანი (ბავშვის პირად ნომერთან ერთად);

2. ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის 2 ასლი;
3. 2 ფოტოსურათი 3x4;
4. ჯანმრთელობის ცნობა;
5. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
6. ცნობა მშობლების სამუშაო ადგილიდან.

 

ქართულ-ამერიკული სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ტესტირებისათვის მომზადებასა და მათ მიერ გამოცდის ჩაბარებას ბრიტანეთს საბჭოში. წლის ბოლოს მოსწავლეები მიიღებენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 საზაფხულო გაცვლითი პროგრამები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში

 ზაფხულის განმავლობაში ქართულ-ამერიკული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ერთთვიანი ენის შემსწავლელი კურსის გავლას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

 დამატებითი საგნები - „სახალისო მათემატიკა“ და „მეცნიერება“ ინგლისურ ენაზე.

 - „სახალისო მათემატიკა“ სასწავლო პროგრამის ნაწილია, რომელიც III კლასიდან ინერგება და გულისხმობს არითმეტიკის, სახალისო და ლოგიკური მათემატიკის შესწავლას ინგლისურ ენაზე.

 „მეცნიერება“ - სასწავლო პროგრამის ნაწილია, რომელიც ისწავლება III-VII კლასების ჩათვლით და გულისხმობს საბუნესმიტყველო ტერმინოლოგიის შესწავლას ინგლიურ ენაზე.

 

მათემატიკის კლუბის არსებობა ერთ-ერთ პრიორიტეტი და განმასხვავებელი დეტალია ქართულ-ამერიკული სკოლისთვის. მოსწავლეებს V კლასიდან უტარდებათ მათემატიკის გაძლიერებული გაკვეთილები, შეჯიბრები და ოლიმპიადები. მსგავსი კლუბები ყალიბდება ინგლისურში, ფიზიკაში, ქიმიასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში.

უცხო ენების შესწავლა

I კლასიდან სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენა;

VI კლასიდან მოსწავლეები დამატებით ირჩევენ უცხო ენას - გერმანულს და ფრანგულს.

შემოქმედებითი და სპორტული წრეები:

ქართულ-ამერიკული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:

შემოქმედებითი წრეები: თანამედროვე და ქართული ცეკვები, თეატრალური სტუდია, მუსიკა და ხატვა;

 

სპორტული წრეები: ჭადრაკი, ცურვა, კარატე და ჩოგბურთი. (მოსწავლეს ექნება საშუალება ჩამოთვლილთაგან აირჩიოს ერთ-ერთ წრე).

ასაკობრივი ზღვარი:

I-XI კლასებში ბავშვები მიიღებიან ტესტირების საფუძველზე.

ჯგუფში ბავშვების რაოდენობა - 15 მოსწავლე

სასწავლო წლის განრიგი: 09:00-15:00

ორჯერადი კვება.

ქართულ-ამერიკულ სკოლას ემსახურებიან:

პედიატრი, საჭიროებისამებრ ლოგოპედი და ფსიქოლოგი.

მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასკოლო ფორმის ერთი კომპლექტით.

ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს, სურვილისამბერ მოემსახურებათ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრო გადაადგილებას.

ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს ბაღი 3-5 წლამდე ბავშვებისთვის.

ბაღი აღსაზრდელებს სთავაზობს სწავლების თანამედროვე, ინოვაციურ მეთოდებს, ინდივიდუალურ მიდგომებს, მზრუნველ გარემოს.

სასწავლო პროგრამა ბავშვებს განუვითარებს კომუნიკაციას, კრეატიულ და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს, ხელს შეუწყობს გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას ამერიკასა და ევროპაში აპრობირებული მეთოდებით.

 

დღის ხანგრძლივობა:

მოსვლის პერიოდი - 09:00-09:30

გასვლის პერიოდი - 17:00 – 18:00

 

კვება: ქართულ-ამერიკულ ბაღში არის სამჯერადი კვება

ფასდაკლების პირობები:

ოჯახიდან 2 ან მეტი ბავშვის შემთხვევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.