ქართულ-ამერიკულ სკოლაში I კლასის მოსწავლეები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე, ხოლო II-XI კლასის მოსწავლეები მიიღებიან გასაუბრება/ტესტირების საფუძველზე (აღნიშნული გამოცდა მოიცავს ყველა საგანს, რასაც მოსწავლე შესაბამის კლასში შეისწავლის).
ქართულ–ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:
1. დაბადების მოწმობის დედანი (ბავშვის პირად ნომერთან ერთად);
2. ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის 2 ასლი;
3. 2 ფოტოსურათი 3x4;
4. ჯანმრთელობის ცნობა;
5. მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
6. ცნობა მშობლების სამუშაო ადგილიდან.
სკოლაში მისაღებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა;
საზაფხულო გაცვლითი პროგრამები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში
ზაფხულის განმავლობაში ქართულ-ამერიკული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ერთთვიანი ენის შემსწავლელი კურსის გავლას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.
დამატებითი საგნები - „სახალისო მათემატიკა“ და „მეცნიერება“ ინგლისურ ენაზე.
- „სახალისო მათემატიკა“ სასწავლო პროგრამის ნაწილია, რომელიც III კლასიდან ინერგება და გულისხმობს არითმეტიკის, სახალისო და ლოგიკური მათემატიკის შესწავლას ინგლისურ ენაზე.
„მეცნიერება“ - სასწავლო პროგრამის ნაწილია, რომელიც ისწავლება III-VII კლასების ჩათვლით და გულისხმობს საბუნესმიტყველო ტერმინოლოგიის შესწავლას ინგლიურ ენაზე.
უცხო ენების შესწავლა
I კლასიდან სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენა;
VI კლასიდან მოსწავლეები დამატებით ირჩევენ უცხო ენას - გერმანულს და ფრანგულს.
შემოქმედებითი და სპორტული წრეები:
ქართულ-ამერიკული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:
შემოქმედებითი წრეები: თანამედროვე და ქართული ცეკვები, თეატრალური სტუდია, მუსიკა და ხატვა;
სპორტული წრეები: ჭადრაკი, ცურვა, კარატე და ჩოგბურთი. (მოსწავლეს ექნება საშუალება ჩამოთვლილთაგან აირჩიოს ერთ-ერთ წრე).
ასაკობრივი ზღვარი:
I-XI კლასებში ბავშვები მიიღებიან ტესტირების საფუძველზე.
ჯგუფში ბავშვების რაოდენობა - 15 მოსწავლე
სასწავლო წლის განრიგი: 09:00-15:00
ორჯერადი კვება.
ქართულ-ამერიკულ სკოლას ემსახურებიან:
პედიატრი, საჭიროებისამებრ ლოგოპედი და ფსიქოლოგი.
მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასკოლო ფორმის ერთი კომპლექტით.
ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებს, სურვილისამბერ მოემსახურებათ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრო გადაადგილებას.
დღის ხანგრძლივობა:
მოსვლის პერიოდი - 09:00
გასვლის პერიოდი - 17:00