ინტერვიუ ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორთან ჯეი დენილეთან

ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად მოსწავლეები ხალისით მიდიან ქართულ-ამერიკულ სკოლაში, სადაც თბილი გარემო, მრავალფეროვანი აქტივობები, დინამიური გაკვეთილები და საინტერესო სტუმრები ხვდებიან. ცნობილი ამერიკელი ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი, ჯეი დენიელი , ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისური ენის ინტერნსიურ კურსს ატარებს. მიუხედავად უაღრესად დატვირთული გრაფიკისა, ჯეი ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა:

- რას გვეტყვით თქვენზე და ზოგადად კურსის თაობაზე?

- ვარ ლიტვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი; ამ ეტაპზე, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ვატარებთ ინგლისური ენის 2 კვირიან საზაფხულო ინტენსიურ კურსს, რომელიც მოიცავს საჯაროდ მეტყველებას, კითხვას, მოსმენას, სიტყვათა მარაგის გაღრმავებას, ასევე ინტეგრირებულ უნარებს. სტუდენტები თითქმის მთელ დღეს ატარებენ ჩვენთან ერთად და ინტენსიურად ეუფლებიან ინგლისურ ენას და ამას გარდა საკუთარი თავის რწმენას. კურსის მთავარი აქცენტი გამახვილებულია მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაზე. სწავლების დროს ვიყენებთ სიმულაციებს, როლურ თამაშებს, ვწყვეტთ სხვადასხვა ტიპის პრობლემებს. ვიყენებთ გუნდურ თამაშებს, ვმართვათ დებატებს. მოსწავლეები ერთმანეთისაგან იღებენ ინტერვიუებს და შემდეგ ამას გადმოსცემენ. 

_ რამდენად კომფორტული გარემო დაგხვდათ ინტენსიური კურსის ჩასატარებლად?

- თამამად შემიძლია ვთქვა, ქართულ-ამერიკულ სკოლაში ძალიან კომფორტული გარემოა. სკოლაში არსებული ტექნიკა ძალიან გვეხმარება გაკვეთილის ხარისხიანად ჩატარებაში. 

- როგორ შეაფასებდით ქართულ–ამერიკული სკოლის მოსწავლეების ინგლისური ენის დონეს? 

- საზაფხულო კურსზე სწავლობენ როგორც ქართულ-ამერიკული სკოლის ასევე სხვა სკოლის მოსწავლეები. ქართულ-ამერკული სკოლის მოსწავლეები ენის გამოყენებისას უფრო თამამები არიან და კომფორტულად გრძნობენ თავს. ჩანს რომ ენა უკეთესად ესმით და იყენებენ, ენობრივი უნარები კარგად აქვთ განვითარებული. აშკარაა, რომ სკოლაში ინგლისური ენის სწავლება განსაკუთრებულ დონეზეა და აკადემიური პერსონალიც მაღალკვალიფიციურია. ეს მასწავლებლების სწორ მეთოდებზე მეტყველებს. - რატომ აირჩიეთ საქართველო და ქართულ-ამერიკული სკოლა?

- ეს არ არის პირველი წელი, რაც ქართლ-ამერიკულ სკოლასთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი ურთიერთობა 4 წლის წინ დაიწყო და ყოველ წლიურად უმჯობესდება და ახალ ფაზაში შედის. მოხარულები ვართ, რომ ეს ურთიერთიერთობა ორმხრივად სასარგებლოა და მომავალ გეგმებზეც აქტიურად ვმუშაობთ ქართულ-ამერიკულ სკოლასთან ერთად. რაც მთავარია, ჩვენ საერთო პრინციპები გვაერთიანებს. ჩვენი აკადემიური პროგრამა მაქსიმალურად ითვალისწინებს სტუდენტთა ინტერესებს. მათი შესაძლებლობებისა და უნარების სწრაფ და სრულფასოვან განვითარებაზეა ორიენტირებული.

_ რას უსურვებთ ქართულ–ამერიკულ სკოლას?

_ ქართულ–ამერიკულ სკოლას ვუსურვებ აღებული კურსის მიზანმიმართულად მიყოლას. წინსვლას და წარმატებებს. მასწავლებლის მუდმივ ზრდას მოსწავლეებთან ერთად, რაც მნიშვნელოვანდ მიმაჩნია სკოლის წინსვლისთვის. 

რამოდენიმე კითხვა ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოწავლეს გიორგი მესხსაც დავუსვით, რომელიც ზაფხულის ინტენსიურ კურსს უკვე მეორე წელია გადის. 

- დატვირთული სასწავლო წლის შემდეგ რატომ გადაწყვიტე ამ ინტენსიური კურსის გავლა? 

- ამ კურსებზე შარშანაც დავდიოდი, ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე და გადავწყვიტე წელსაც შევსულიყავი. ვიღებ უცხოელებთან საუბრის გამოცდილებას, ვიღრმავებ ინგლისურის ცოდნას და ვერთობი კიდეც. 

- როგორი იყო ეს ორი კვირა ? 

- ძალიან სახალისო და შემეცნებითი ორი კვირა გავატარე , შევიძინე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეგობრები და მასწავლებლები, პარალელურად სასაუბრო ინგლისურშიც წინ წავიწიე. 

- როგორი მასწავლებლები გყავდათ?

- სამივე მასწავლებელი უცხოელი იყო - ერთი-ამერიკელი, ხოლო ორი -ლიტველი, ვინაიდან გაკვეთილებს ლიტვაში მდებარე ამერიკული უნივერსიტეტი ატარებდა. ძალიან სახალისო, საინტერესო და რა თქმა უნდა განათლებული იყო თითოეული მათგანი.

- რითი განსხვავდება ეს კურსი სხვა მსგავსი კურსებისგან? 

- პირადად ჩემთვის სწავლის ასეთი სტილი სახალისო აქტივობებთან ერთად ახალი არ ყოფილა, რადგან ამის გამოცდილება მაქვს, გაკვეთილები კი ჩვეულებრივი ქართული ენის გაკვეთილებისგან განხსვავებულია, შემიძლია ვთქვა, რომ უცხოეთში სწავლა ქართული საჯარო სკოლებისგან განსხვავებით სხვა სტანდარტებით ხორციელდება, რასაც მე ძალიან ვაფასებ და პატივს ვცემ.

- ისურვებდი თუ არა მომავალ წელს იგივე კურსებს? 

- ამ უნივერსიტეტთან ურთიერთობის გაგრძელებას ვაპირებ. შემდეგი ზაფხულის ორი კვირის მათთან გატარებას ვგეგმავ, იმედი მაქვს გეგმები განხორციელდება.

მიბმული ფაილები