დაწყებითი განათლების კათედრების ერთობლივი კონფერენცია.

29 ივნისს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დაწყებითი განათლების კათედრების ერთობლივი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ამავე სკოლების დაწყებითი საფეხურის პედაგოგები.
კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები მრავალფეროვანი და კრეატიული იყო. პედაგოგებმა პრეზენტაციისას წარმოაჩინეს ის მეთოდ-ხერხები, სწავლების ინოვაციური მიდგომები, როგორც პრიორიტეტები შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში.
კონფერენციას ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული სკოლის დირექოტორი, ირმა მესხიშვილი, დირექტორის მოადგილე, სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, მაია კუბეტოვა, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.
მსგავსი ტიპის ღონისძიებები ქართულ-ამერიკულ სკოლაში ტრადიციაა და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს ეფუძნება.

მიბმული ფაილები