გამარჯვება თბილისში. მართლწერის კონკურსი - NESC

მართლწერის ნაციონალური კონკურსი ინგლისურ ენაში - NESC, ამერიკის საელჩოს თაოსნობით ყოველწლიურად იმართება. მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ათასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას და ერთმანეთს ინგლისური სიტყვების მართლწერაში ეჯიბრება. კონკურსი სამეტაპიანია: სასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკური. თითოეული ტურის გამარჯვებულები გადადიან შემდეგ ტურში.

კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება:

VI –VIII კლასი
IX-XII კლასი

4 მარტს თბილისის მასშტაბით ჩატარდა NESC-ის საქალაქო ტური. თითოეულ კატეგორიაში მხოლოდ 2-2 მოსწავლე გახდა გამარჯვებული. 
ორივე ასაკობრივ კატეგორიაში თბილისის 72 მოსწავლე მონაწილეობდა.
წლევანდელი NESC-ის თბილისის ტური ჩვენი სკოლების - ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების სრული ტრიუმფით დასრულდა. გამარჯვებული 4 მოსწავლიდან 3 ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და 1 ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები არიან.

VI –VIII კლასი
I ადგილი - მარიამ ბაქარაშვილი - ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
II ადგილი - ნიკოლოზ გობეჩია - ქართულ-ამერიკული სკოლა

IX-XII კლასი
I ადგილი - მარიამ ტრიპათჰი - ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
II ადგილი -ლონდა ჩოკოშვილი - ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა

ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ ფინალურ ტურში გამარჯვებას.

 

მიბმული ფაილები