ქართულ-ამერიკული სკოლის I კლასში პედაგოგი თამარ ბოჭორიშვილი ახორციელებს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას თემაზე ,,წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის განვითარება პირველ კლასში

კვლევის მიზანი:  კვლევის მიზანს წარმოადგენს შევისწავლო და გამოვავლინო რა სირთულეებს აწყდებიან პირველკლასელები წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასთან დაკავშირებით,რა ფაქტორები იწვევს ამ სირთულეებს; შევიმუშავო და განვახორციელო ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზები და სტრატეგიები.

 

 

პრობლემის აქტუალობა:უპირველესი ამოცანა, ჩვენი როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებლის ,მდგომარეობს იმაში ,რომ ვასწავლოთ მათ წერა,კითხვა,თვლა ,განვუვითაროთ ბავშვებს ის საბაზისო უნარ-ჩვევები,რომელიც აუცილებელია სწავლების პროცესისათვის.სიტყვების ამოცნობის უნარის გაწაფვა (სწრაფი დეკოდირება და მნიშვნელობის მინიჭება)კარგი კითხვის უმნიშვნელოვანესი საყრდენია.სწორედ ეს ფაქტი განსაზღვრავს სამომავლოდ თუ რამდენად შეძლებს ბავშვი სხვადასხვა ტექსტიდან აზრის გამოტანას,საკუთარ გონებაში წარმოდგენების კონსტრუირებას და იმის გაცნობიერებას ,თუ რას ეუბნება ავტორი მკითხველს.საკითხი ,რომ ზოგადად აქტუალურია ეს ისედაც ნათელია და არა მარტო დაწყებით საფეხურზე,და მით უფრო მეტი აქტუალობით გამოირჩევა დაწყებით კლასებში,რადგან სწორედ აქ ეყრება საფუძველი მოსწავლის სწავლების პროცესის წარმატებულობა/წარუმატებლობას.

მიბმული ფაილები