ქართულ-გერმანული გაცვლითი პროგრამა გერმანიის ქალაქ შტრაუბინგის სკოლასთან

ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი პროექტის ფარგლებში: „სკოლები: მომავლის პარტნიორები“ (PASCH) დაუმეგობრდნენ გერმანიის ქალაქ შტრაუბინგის სკოლას: „Insitut für Hören und Sprache.“ პროექტი მიზნად ისახავს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე სკოლებს შორის იდეების გაცვლას და კულტურული ღონისძიებების გამართვას, რაც ხელს შეუწყობს გერმანული ენისადმი ინტერესის გაღრმავებას. ცოცხალი ურთიერთობების საფუძველზე ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, 15 მოსწავლე და 4 პედაგოგი ეწვია ქ. შტაუბინგს 06.10.-13.10.2019, სადაც განხორციელდა ქართველი და გერმანელი მოსწავლეების მიერ სხვადასხვა პროექტები სპორტის, კულინარიის და ხელოვნების გაკვეთილებზე. ქართველმა მოსწავლეებმა გერმანელი მოსწავლეებისა და სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით დაათვალიერეს გერმანიის რამდენიმე ქალაქი და მათი ღირსშესანიშნაობები. მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში დაგეგმილია გერმანელი მოსწავლეების ვიზიტი საქართველოში.

მიბმული ფაილები