,,მათემატიკის სამყაროში

,,მათემატიკის სამყაროში"

ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მათემატიკის კათედრების ხელმძღვანელების, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორების - მამუკა მესხიშვილისა და ია მებონიას რედაქტორობით გამოიცა წიგნი ,,მათემატიკის სამყაროში", რომელიც მოსწავლეებს საოლიმპიადო მომზადებაში დაეხმარება. „მათემატიკის სამყაროში“ ლოგიკურ აზროვნებაზე დაფუძნებული 1440 ამოცანისგან შედგება. წიგნის შექმნაში აქტიურად მონაწილეობნენ მათემატიკის პედაგოგები. 
აღნიშნულ სკოლებში „საშაბათო სკოლის“ მეცადინეობა ამ წიგნით წარიმართება. 
წარმატებას ვუსურვებთ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების მოსწავლეებს.

 

მიბმული ფაილები

150901095344dfb2.xls