ართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. თავისი საქმიანობით ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სკოლაში საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ბიბლიოგრაფიული მუშაობის ორგანიზებას, ქმნის წიგნიერ გარემოს და ამაღლებს სასწავლო პროცესების აკადემიურ დონეს.

ბიბლიოთეკის ძირითად ამოცანას შეადგენს სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა მოსწავლეთა და პედაგოგთა საბიბლიოთეკო და საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული მომსახურების ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით. ბიბლიოთეკაში ქეთი ბიწაძის ხელმძღვანელობით იმართება წიგნის კითხვის დღეები, მოსწავლეები, სპეციალურად შერჩეული ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ, განიხილავენ და მსჯელობენ პერსონაჟებზე.

ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია ყველა მოსწავლეს და თანამშრომელს კვირაში 5 დღის (ორშბათი-პარასკევი) განმავლობაში. 10:00 საათიდან, 17:00 საათამდე. ბიბლიოთეკარი  - ქეთი ბიწაძე.