ძვირფასო მშობლებო და საყვარელო ბავშვებო!

ქართულ-ამერიკული სკოლის ჩამოყალიბებას საფუძვლად დაედო მრავალწლიანი გამოცდილების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და თანამედროვე საზოგადოების მაღალი მოთხოვნები.

ჩვენს სკოლაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვებიან მსოფლიო სტანდარტებზე დაფუძნებულ, როგორც ეროვნულ, ასევე-უცხოურ პროგრამებში. ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციებსა და ეროვნულ კონკურსებში მონაწილეობის მიღების გზით მოსწავლეები შეიძენენ საფუძვლიან ცოდნას და გამოიმუშავებენ იმ უნარ-ჩვევებს, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თნამედროვე ცივილიზებულ სამყაროში სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის.

სკოლის ადმინისტრაცია და პროფესიონალ პედაგოგთა მტკიცე გუნდი დაუღალავად მუშაობს, რათა შეიქმნას თქვენს შვილებზე მზრუნველი, კომფორტული  და უსაფრთხო პირობების მქონე სასიამოვნო გარემო, რომელიც მოსწავლეებში გააღვიძებს სწავლისადმი მისწრაფებას და აამაღლებს მათ შრომისუნარიანობას.

ქართულ-ამერიკული სკოლის პრიორიტეტული მიმართულებებია-

 ინგლისური ენა და მათემატიკა

ჩვენთვის თითოეული მოსწავლე ძვირფასია და მათ მიმართ გულითადი, ინდივიდუალური მიდგომა უზრუნველყოფს ყოველი მათგანის მაღალ აკადემიურ მოსწრებას.

ურთიერთთანამშრომლობასა და სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ჩვენი მთავარი საყრდენია მომავალი წარმატებების გზაზე.

 გისურვებთ, ახალი სასწავლო წელი ყოფილიყოს თქვენი სასიამოვნო იმედების გამართლების წელი  ქართულ-ამერიკული სკოლის კედლებში!

საუკეთესო სურვილებით

ირმა მესხიშვილი