სერვისები
ქართულ-ამერიკული სკოლა. Georgian-American School არის ადგილი, სადაც მოსწავლეები იღებენ საუკეთესო ხარისხის განათლებას საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში.
ქართულ-ამერიკული სკოლა არის SAT გამოცდების პროვაიდერი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს სასერთიფიკატო გამოცდების ჩატარებას, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის.
ქართულ-ამერიკული სკოლის სასწავლო დღის განგრიგი - 9:00 - 16:30 საათი; საბაზო, საშუალო საფეხური - 9:00 – 15:30 საათი.
ქართულ-ამერიკული სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს:
-
ზოგადი განათლების რეფორმა - მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა.
-
არაფორმალური განათლება:
დაწყებითი საფეხური - შემოქმედებითი და სპორტული წრეები.
საბაზო და საშუალო საფეხური - კლუბები. -
დამატებითი სავალდებულო/არასავალდებულო საგანმანათლებლო მომსახურეობა.
-
უცხო ენების ინტენსიური სწავლება (ინგლისური ენა კვირაში10-12 საათი)
-
ამერიკელი პედაგოგის ავთენტური გაკვეთილები;
-
რუსული ენა- 4-5 საათი;
-
მესამე უხცო ენა მე-6 კლასიდან - გერმანული ან ფრანგული (არჩევით) - 2- 3 საათი;
-
უცხოურ ენებზე მცირე რაოდენობის ჯგუფები ( ჯგუფში 7-8 მოსწავლე);
-
სკოლაში საშინაო დავალებების (ნაწილობრივ) მომზადება;
-
პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადება;
-
Cambridge და TOEFL სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადება;
-
Calculus Math (სახალისო მათემატიკა) და Science (საბ. მეცნიერება), Social Studies (სოციალური მეცნიერებები) ინგლისურ ენაზე ამერიკული აკრედიტირებული პროგრამების სახელმძღვანელოებით.
-
სკოლაში სამეცნიერო კლუბები და რობოტიკა;
-
ჩოგბურთის გაკვეთილები მზიურის კორტებზე;
სკოლა უზრუნველყოფს:
-
ორჯერად კვებას;
-
სკოლის ფორმას (ერთი კომპლექტი);
-
სატრანსპორტო მომსახურეობას;
-
სკოლას ემსახურება: დაცვის სამსახური, პედიატრი, ფსიქოლოგი.
-
ოჯახიდან 2 მოსწავლის შემთხვევაში მოქმედებს - 10%-იანი ფასდაკლება;
-
სწავლის საფასურის წინასწარ ერთიანად გადახდისას მოქმედებს - 10%-იანი ფასდაკლება;
ქართულ-ამერიკული სკოლა საშუალო და საბაზო საფეხურზე ასევე გთავაზობთ :
ინგლისურ ენაში III-X კლასში ზესტანდარტით ისწავლება შემდეგი პროგრამები: English Language Arts (ELA); Common Core Math, Social Studies, American History; Science; Business Partner; TOEFL Primary; PSAT and SAT.
სკოლაში საშუალო საფეხურის მოსწავლეები ემზადებიან საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებისთვის:
-
FCE
-
IELTS
-
TOEFL
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამერიკული პროგრამის ფარგლებში აბარებენ College Board-ის PSAT 8/9, PSAT 10, PSAT/ NMSQT და SAT გამოცდებს.
სკოლაში ხორციელდება:
STEM საგნებში საკონფერენციო და საოლიმპიადო მეცადინეობა;
სამეცნიერო კლუბები, რობოტიკა, კალკულუსი და ელექტრონიკა;
XI - XII კლასებში სააბიტურო მუშაობა ჰუმანიტარულ, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო ჯგუფებში;
გაცვლითი პროგრამები და საზაფხულო სკოლები გერმანიაში, ინგლისში და ამერიკაში;
კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობაა 18 – 20.