top of page

Civic Education Club

ქართულ-ამერიკული სკოლა.

Georgian-American School

გაეროს მოდელირების კლუბი

კლუბის სახელწოდება: ,,გაეროს მოდელირების კლუბი’’

კლუბის სლოგანი: ,, თავისუფლება, მშვიდობა, თანადგომა’’.

კლუბის სიმბოლო:

gh.png

კლუბის მიზანი:2022 წლის სექტემბრიდან ქართულ-ამერიკული სკოლა.Georgian-American School-ში საქმიანობა დაიწყო გაეროს მოდელირების კლუბმა, რომლის მიზანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი პრინციპებისა და ამოცანების გაგება, თანამედროვე გლობალური საკითხების გააზრება ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, რომელიც ხაზს უსვამს თანამშრომლობას და კონფლიქტების თანამშრომლობით გადაწყვეტას, კლუბის წევრების მომზადებას აქტიური გლობალური მოქალაქეობისათვის.

კლუბის წესდება:სასკოლო კლუბი არის სკოლის მოსწავლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. კლუბის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიღრმავონ სამოქალაქო განათ­ლების, ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა, გამოიმუშაონ გლობალური მოქალაქის უნარ­ჩვევები და სიმულაციების, მოდელირებების საშუალებით ისწავლონ გლობალური პრობლემების მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით გადაწყვეტა.სასკოლო კლუბის ფარგლებში მიღებული ცოდნასა და გამოცდილებას კლუბის მონაწილეები გაიღრმავებენ გაეროს მოდელირების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობით, რომელიც ტარდება ნიუ იორკში.კლუბური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მათ აქტიურ და გლობალურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

კლუბი იქმნება 3 წლის ვადით.

❖ კლუბის მიზნები განხორციელდება ქართულ-ამერიკულ სკოლა.Georgian-American School-ში.

❖კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ქართულ-ამერიკული სკოლის ნებისმიერი IX-XII კლასის მოსწავლე.

❖კლუბში გაწევრიანებისას კანდიდატმა უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა.

❖კლუბის წევრებს თანასწორი უფლებები აქვთ, ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით.

❖კლუბის წევრებს აქვთ თანამშრომლობითი, თავაზიანი და მეგობრული ურთიერთობები.

❖კლუბის წევრები არჩევნების გზით აირჩევენ კლუბის ლიდერს.

❖კლუბს ამ ეტაპზე არ გააჩნია ქონება.

❖წესდება ძალაში შედის კლუბის დაარსების დღიდან.

❖კლუბის წესდებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება კლუბის წევრთა მოთხოვნით.

კლუბის სტრუქტურა:კლუბის მუშაობაში ჩართულნი არიან:ა. კლუბის წევრები;ბ. კლუბის ლიდერი;გ. მეურვე მასწავლებელი.კლუბის სამოქმედო გეგმა:

1.კლუბის წევრების გაცნობითი შეხვედრა.

2.კლუბის სახელწოდებისა და სიმბოლიკის შემუშავება

3.კლუბის წესდების შემუშავება

4.კლუბის ლიდერის არჩევნები

5.განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა

6.კვლევის ჩატარება სკოლაში

7.კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიება

8.დებატებისა და მოდელირების ჩატარება

9.ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა სამოქალაქო აქტივობებით

10.სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობაკლუბში ამჟამად გაწევრიანებულია 11 მოსწავლე. კლუბის წევრები ხუთშაბათობით 15.30 ზე ხვდებიან ერთმანეთს.

1111.jpg
2222.jpg
bottom of page