ქართულ-ამერიკულ სკოლას 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს სტუმრის სტატუსით ეწვია ცნობილი მოჭადრაკე - დიდოსტატი - ნანა ძაგნიძე, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ და პირად ჩათვლაში. მოჭადრაკე „ვარსკვლავთა“ ტურნირის გამარჯვებული, გრან პრის ტურნირების მონაწილე, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. ქალბატონმა ნანამ ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა მოსწავლეებს. ნორჩ მოჭადრაკეებთან გამართა ერთობლივი თამაშის სეანსი და დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა შიდა სასკოლო და საკლასო ჩემპიონატებისა და საჭადრაკო ამოცანების კონკურსში გამარჯვებული მოჭადრაკეები. ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა შემდგომი წარმატებები უსურვეს ქალბატონ ნანას. ჭადრაკის პედაგოგი ეროვნული ოსტატი, თამარ კაჭარავა.
top of page
bottom of page