top of page

საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენა აშშ კალიფორნია

საქართველოს ნაკრებმა გუნდმა, რომელიც ქართულ-ამერიკული სკოლის დელეგაციისა და კონკურს ‘ლეონდარდო და ვინჩში’ გამარჯვებული მოსწავლეებისგან შედგებოდა, მონაწილეობა მიიღო პრესტიჟულ

ში, რომელიც 9-16 მაისს ამერიკის ქალაქ ლოს ანჯელესში გაიმართა.

ქართულ-ამერიკული სკოლის მიერ გამოვლენილ იქნა ფინალისტი - ნატალი ჭუმბურიძე,

რომელმაც ბიოლოგიაში საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი წარადგინა.

გამოფენის დასასრულს, კონკურსანტებმა ნახეს და დაათვალიერეს ლოს-ანჯელესის ღირსშესანიშნაობები, იმოგზაურეს ჰოლივუდში, სანტა-მონიკაში, ეწვივნენ გრემის თეატრს და ნოკიას მუზეუმს.

1950 წელს დაარსებული Intel ISEF-ის საერთშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენა მსოფლიოს უმსხვილესი კონკურსია, რომელშიც ყოველწლიურად 70 ქვეყნის 1500-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ახალგაზრდა მეცნიერები ერთმანეთს საინტერესო და ორიგინალური სამეცნიერო-საინჟინრო ნაშრომებით ეჯიბრებიან.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები Intel ISEF-ის გამოფენაზე 2005 წლიდან მონაწილეობენ. ქართველი მოსწავლეებისათვის ყველაზე წარმატებული 2007 წლის ნიუ-მექსიკოს კონკურსი იყო. მაშინ ლადო მესხიშვილის ნაშრომმა “რეკურსიული დამოკიდებულება კონგრუმის პრობლემის ამონახსნებისთვის” ამერიკის მათემატიკური საზოგადოების სპეციალური პრიზი დაიმსახურა; ხოლო გუნდური პროექტების სექციაში გაიმარჯვა გიორგი კუხალაშვილის, ნიკა გიგაშვილის და გიორგი ბენაშვილის ნაშრომმა “უსასრულო ამონახსნებიანი დიოფანტური განტოლებების ახალი კლასი”, რომელმაც გუნდური პროექტების სექციაში IV პრიზი დაიმსახურა.

მომავალ წელს Intel ISEF პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში გაიმართება.

bottom of page