მოწაფეებმა შეაგროვეს წიგნები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. შეგროვილი წიგნები გადასცეს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.
ბავშვებს უმასპინძლა ბიბლიოთეკის დირექტორმა, ბატონმა გიორგი კეკელიძემ. სტუმრობისას მოსწავლეებმა დაათვალიერეს წიგნის მუზეუმი, გაეცნენ მისი შექმნის ისტორიას. მიწოდებული წიგნები გაიგზავნება ირლანდიაში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკაში.