📢 ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (ბელგია, ბრიუსელი 🇧🇪)
- gas135791113
- Mar 16
- 1 min read

📍 ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ ჰარვარდის მოდელირების კონგრესზე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში!
🌍 ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (HMCE) დაარსდა 1988 წელს და ის არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სამოქალაქო ჩართულობის კონფერენცია სკოლის მოსწავლეებისათვის.
🔹 კონფერენციას ატარებენ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები .
🔹 38 წლის განმავლობაში ჰარვარდის მოდელირების კონგრესი (HMCE) გახდა ევროპაში პირველი სამთავრობო სიმულაციების კონფერენცია, რომელშიც ყოველწლიურად 400-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეა ჩართული.
🔹 კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ დებატებში ყველაზე აქტუალურ თანამედროვე პრობლემებზე და სიმულაციის საშუალებით მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების თანამონაწილენი გახდნენ.
💡 ჰარვარდის მოდელირების კონგრესი მოიცავს აშშ-ს კონგრესის კომიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოდელირებას.
📌 ჩვენი სკოლების მოსწავლეები არიან შემდეგი კომიტეტებისა და ორგანიზაციების წევრები:
✔ NATO
✔ SENATE HELP
✔ House SST
✔ Media
✔ G20
✔ WHO
✔ Historical Committee
✔ World Bank
✔ European Council
✔ UNHRC
✔ House Homeland
📆 კონფერენცია გაგრძელდება 14-17 მარტის განმავლობაში. მოსწავლეები ეწვევიან ევროპის პარლამენტს და მოინახულებენ ბრიუსელის სხვა ღირსშესანიშნაობებს.
🎓 ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია არაფორმალური განათლების მიმართულებით.
GAS და GAHS მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში, გაიუმჯობესონ მეტყველების, კომუნიკაციისა და სხვა მნიშვნელოვანი უნარები.