ბუქარესტი, რუმინეთი , 2-12 დეკემბერი, 2024
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლისა და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები არაერთ საერთაშორისო კონფერენციასა და ოლიმპიადაში მონაწილეობენ. მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ და ჩვენს პატარა ქვეყანას ასახელებენ თავიანთი მიღწევებით.
ამჯერად ისინი საქართველოს სახელით მიიღეს მონაწილეობა IJSO-ში (International Junior Science Olympiad), ბუქარესტში, რუმინეთში.
IJSO არის ყოველწლიური პრესტიჟული საბუნებისმეტყველო ოლიმპიადა რომელშიც წელს მონაწილეობდნენ 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები 56 ქვეყნიდან და ჩვენმა გუნდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!!!
სწორედ ამგვარი აქტივობებით ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს და ქვეყნის დასავლური, დემოკრატიული სამყაროს სრულფასოვან წევრად ქცევას.
ვრცლად ვიზიტის შესახებ:
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ღირშესანიშნაობები,
ოლიმპიადის ფარგლებში არაერთი აქტივობა განხორციელდა. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რუმინეთის რამდენიმე ცნობილი ადგილი და ახლოს გაცნობოდნენ ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. დელეგაციამ მოინახულა მნიშვნელოვანი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლები, მათ შორის ბუქარესტის ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა პარლამენტის სასახლე, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ადმინისტრაციული შენობაა. ასევე მოეწყო ექსკურსიები ბრანის ციხესიმაგრეში, რომელიც დრაკულას ლეგენდასთან არის დაკავშირებული, და პელეშის სასახლეში, რომელიც თავისი არქიტექტურული სილამაზითა და მდიდრული ინტერიერით აღაფრთოვანებს მნახველებს.
მონაწილეებმა ასევე შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციები და დააგემოვნეს რუმინული სამზარეულოს ტრადიციული კერძები, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდიდა.
ასევე მნიშვნელოვანი იყო კულტურულ-ესთეტიკური საღამო , რომელზეც ჩვენმა საამაყო მოსწავლეებმა ქართული ცეკვით წარადგინეს ჩვენი ქვეყნის უნიკალური კულტურა და დიდი მოწონება დაიმსახურეს. კულტურული საღამო ემოციურად და გულისამაჩუყებლად დასრულდა – ოლიმპიადაში მონაწილე ყველა ქვეყნის მოსწავლეთა ერთობლივი ცეკვა სცენაზე იყო ერთობის, მეგობრობისა და მრავალფეროვანი მსოფლიო ერთიანობის სიმბოლო.
მადლობა ჩვენს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებმაც ქართული კულტურა გააცნეს მსოფლიოს!