REGENERON ISEF -მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი მოსწავლეთა შორის
- gas135791113
- Mar 17, 2022
- 1 min read
Updated: May 20, 2022
REGENERON ISEF - International Science and Engineering Fair არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრი მოსწავლეთა შორის. 1950 წლიდან, იგი ყოველწლიურად იმართება აშშ-ში. GAHS-ის გამარჯვებული პროექტების ავტორები, საქართველოს სახელით, მიემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას იღებენ კონკურსში, მათ თანატოლ 1800 მოსწავლესთან ერთად მსოფლიოს 80 ქვეყნიდან.
თითოეული მონაწილე სტენდზე წარმოადგენს საკუთარ ნამუშევარს და იცავს თავის ნაშრომს ჟიურის წინაშე, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაკომპლექტებულია ნობელის პრემიის ლაურეატებით.
სკოლის დირექტორმა, მამუკა მესხიშვილმა 2005 წელს დააფუძნა INTEL ISEF- ის წარმომადგენლობა საქართველოში - GEO 001, სახელწოდებით საქართველოს სამეცნიერო პროექტების ოლიმპიადა https://findafair.societyforscience.org/?form=
წელს, საქართველოს სამეცნიერო პროექტების ოლიმპიადა გაიმართება 15/03.2022-21/03/2022. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 14/03/2022.
გამარჯვებული პროექტები მაისში ატლანტის საერთაშორისო სამეცნიერო და საინჟინრო გამოფენაზე წარდგებიან ონლაინ ფორმატში.
