top of page
Search

ამერიკული სადიპლომო პროგრამა

    ქართულ-ამერიკული სკოლის ინგლისურენოვანი პროგრამა მოსწავლეებს სთავაზობს ამერიკულ განათლებას IX-XII კლასებში.

    პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა American High School Diploma, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან. ამერიკული დიპლომი აღიარებულია საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაცია COGNIA-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ.

ინგლისურენოვანი პროგრამა გთავაზობთ:

ინგლისურენოვან სწავლებას, რაც საზღვარგარეთ სწავლის მსურველ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მოემზადონ ინგლისურენოვან გარემოში.

    სავალდებულო საგნების გარდა მოსწავლეს შეუძლია აარჩიოს სხვადასხვა საგანი, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებსა და მომავალ პროფესიას.

PSAT, SAT, AP, IELTS, TOEFL-ს გამოცდებისთვის მომზადება

ქართულ-ამერიკული სკოლა, როგორც COLLEGE BOARD-ის ოფიციალური წარმომადგენელი, უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოცდების ჩატარებას ქართველი და უცხოელი მოსწავლეებისთვის. IX-XII კლასის მოსწავლებისთვის სავალდებულოა College Board-ის საატესტატო გამოცდების ჩაბარება ( PSAT8/9, PSAT10, PSAT/NMSQT, SAT,), რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების საუნივერსიტეტო მომზადებას.  

AP პროგრამები (Advanced Placement)

AP პროგრამა ეხმარება მოსწავლეებს, წინასწარ შეისწავლონ საუნივერსიტეტო საგნები და დააგროვონ კრედიტები. პროგრამის გავლა და გამოცდების წარმატებით ჩაბარება ხელს შეუწყობს მოსწავლეს, დაგროვილი კრედიტები გამოიყენოს საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის.

AP პროგრამა სცდება სტანდარტულ სასკოლო პროგრამას.

College Counseling:

  ინგლისურენოვანი პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს ემსახურება საუნივერსიტეტო მრჩევლის სამსახური. საუნივერსიტეტო მრჩეველი თითოეულ მოსწავლეს სთავაზობს მათ მიზნებზე მორგებულ, ინდივიდუალურ მხარდაჭერას. მოსწავლეებს ექნებათ ინფორმაცია არჩეული ქვეყნის, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მიხედვით რომელი გამოცდების ჩაბარება იქნება საჭირო. მრჩევლის სამსახური მოსწავლეებს გაუწევს კონსულტაციებს: სამოტივაციო წერილის წერა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, ინტერვიუსთვის მომზადება, დაფინანსების გზების განხილვა და ა.შ.

საერთაშორისო კონფერენციები, გაცვლითი პროგრამები და ოლიმპიადები:

ქართულ-ამერიკული სკოლა არის IJSO,REGENERON ISEF,MILSET, IMUNA, ERASMUS + ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

    ამ მიმართულებით ჩართვა მოსწავლეებს

  • უვითარებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და პროფესიულ უნარებს;

  • იღებენ საერთაშორისო გამოცდილებას;

  • აღწევენ  წარმატებას გლობალურ შეჯიბრებებში: მათემატიკაში, მეცნიერებაში, ინგლისურში, დებატებში და სხვა;

  • მოიპოვებენ გლობალური აღიარებას( სერტიფიკატები, მედლები და ჯილდოები);

  • ეზრდებათ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის შესაძლებლობა.

AI Powered Chat Teacher (ხელოვნური ინტელექტი)

ამერიკული პროგრამის სახელმძღვანელოები აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით, რაც გულისხმობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტ მასწავლებლის ჩართვას საგაკვეთილო პროცესში. AP კურსები

𝘼𝙋 𝙀𝙣𝙜𝙡𝙞𝙨𝙝 𝙇𝙞𝙩𝙚𝙧𝙖𝙩𝙪𝙧𝙚 𝙖𝙣𝙙 𝘾𝙤𝙢𝙥𝙤𝙨𝙞𝙩𝙞𝙤𝙣

𝘼𝙋 𝙋𝙧𝙚𝙘𝙖𝙡𝙘𝙪𝙡𝙪𝙨

𝘼𝙋 𝘾𝙤𝙢𝙥𝙖𝙧𝙖𝙩𝙞𝙫𝙚 𝙂𝙤𝙫𝙚𝙧𝙣𝙢𝙚𝙣𝙩 𝙖𝙣𝙙 𝙋𝙤𝙡𝙞𝙩𝙞𝙘𝙨

𝘼𝙋 𝘽𝙞𝙤𝙡𝙤𝙜𝙮

𝘼𝙋 𝙀𝙪𝙧𝙤𝙥𝙚𝙖𝙣 𝙃𝙞𝙨𝙩𝙤𝙧𝙮

𝘼𝙋 𝘾𝙝𝙚𝙢𝙞𝙨𝙩𝙧𝙮

𝘼𝙋 𝙃𝙪𝙢𝙖𝙣 𝙂𝙚𝙤𝙜𝙧𝙖𝙥𝙝𝙮

𝘼𝙋 𝙋𝙝𝙮𝙨𝙞𝙘𝙨 𝟭: 𝘼𝙡𝙜𝙚𝙗𝙧𝙖-𝘽𝙖𝙨𝙚𝙙

𝘼𝙋 𝙋𝙨𝙮𝙘𝙝𝙤𝙡𝙤𝙜𝙮

𝘼𝙋 𝙋𝙝𝙮𝙨𝙞𝙘𝙨 𝟮: 𝘼𝙡𝙜𝙚𝙗𝙧𝙖-𝘽𝙖𝙨𝙚𝙙

𝘼𝙋 𝘾𝙖𝙡𝙘𝙪𝙡𝙪𝙨 𝘼𝘽

𝘼𝙋 𝙋𝙝𝙮𝙨𝙞𝙘𝙨 𝘾: 𝙈𝙚𝙘𝙝𝙖𝙣𝙞𝙘𝙨

𝘼𝙋 𝘾𝙖𝙡𝙘𝙪𝙡𝙪𝙨 𝘽𝘾

𝘼𝙋 𝙁𝙧𝙚𝙣𝙘𝙝 𝙇𝙖𝙣𝙜𝙪𝙖𝙜𝙚 𝙖𝙣𝙙 𝘾𝙪𝙡𝙩𝙪𝙧𝙚

𝘼𝙋 𝘾𝙤𝙢𝙥𝙪𝙩𝙚𝙧 𝙎𝙘𝙞𝙚𝙣𝙘𝙚 𝘼

𝘼𝙋 𝙂𝙚𝙧𝙢𝙖𝙣 𝙇𝙖𝙣𝙜𝙪𝙖𝙜𝙚 𝙖𝙣𝙙 𝘾𝙪𝙡𝙩𝙪𝙧𝙚

𝘼𝙋 𝙎𝙩𝙖𝙩𝙞𝙨𝙩𝙞𝙘𝙨

𝘼𝙋 𝙎𝙥𝙖𝙣𝙞𝙨𝙝


 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page