ბიზნეს ქოუჩი - მეგი მაისურაძე სტუმრად GAS-ში
- gas135791113
- Feb 20
- 1 min read
Updated: Feb 21

„მიყევი ხედვას და არა ფულს, ფული თავად გამოგყვება“- ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებთან შვეიცარიული კომპანია BPN Georgia-ს ხელმძღვანელმა, მეგი მაისურაძემ.
ბიზნეს ქოუჩმა მეწარმეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს წარმატებული ბიზნესისთვის საჭირო ნიუანსები კონკრეტული მაგალითების საფუძველზე გააცნო. ტრენერმა და მოსწავლეებმა ერთად იმსჯელეს ბიზნეს გეგმის ისეთ საკითხებზე,როგორიცაა: გუნდურობა, პროდუქტები და სერვისები, ბიზნეს ხედვა, კონკურენტული უპირატესობა, SWOT ანალიზი და რისკების შეფასება. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ბევრ რთულ კითხვას საინტერესო პასუხი გაეცა.
ქართულ-ამერიკულ სკოლას ხშირად სტუმრობენ გამოცდილი პროფესიონალები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას მოსწავლეებს უზიარებენ.