top of page
Search

გაეროს მოდელირება ქართულ ამერიკულ სკოლაში

Updated: Feb 27

 


ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით ჩატარდა გაეროს მოდელირება (MUN) – სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოსწავლეებს დიპლომატიური უნარების განვითარებაში ეხმარება.

 პირველი დღე დაეთმო კომიტეტებში გადანაწილებას, საკითხების კვლევასა და ქვეყნების პოზიციების მომზადებას.

 მეორე დღე მიეძღვნა დებატებს – მონაწილეებმა წარადგინეს თავიანთი პოზიციები, დაუსვეს კითხვები ერთმანეთს და დაიწყეს რეზოლუციების პირველადი ვერსიების შედგენა.

 მესამე დღე იყო დასკვნითი – რეზოლუციების ოფიციალური წარდგენა, კენჭისყრა, ინიციატივები და საბოლოო რეპლიკები.

 პროექტის დასასრულს, ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა. პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და კიდევ უფრო გააღრმავა მოსწავლეების ინტერესი საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაძლებლობების მიმართ.

 განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტს, ანანო კენჭაძეს, რომელმაც წარმატებით უხელმძღვანელა გენერალურ ასამბლეას და აქტიური როლი ითამაშა საორგანიზაციო პროცესში.

 დიდი მადლობა პედაგოგ მეგი ტალახაძეს, რომლის ძალისხმევამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

 მსგავსი პროექტები ქართულ-ამერიკულ სკოლაში ყოველწლიურად ტარდება. სკოლა მუდმივად ჩართულია საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს განავითარონ გლობალური ხედვა და ლიდერობის უნარები.

 ვულოცავთ ყველა მონაწილეს და მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს ამ დაუვიწყარი გამოცდილებისთვის!






(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page