დედამიწის საათი – ერთი საათი ჩვენი პლანეტისთვის!
- gas135791113
- Mar 22
- 1 min read

22 მარტს მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს!
დედამიწის საათი - ეს ღონისძიება - თავდაპირველად 2007 წელს დაიგეგმა ავსტრალიაში, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით. ამ დღეს მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის მოხმარებაზე.
ქართულ-ამერიკული სკოლა აქტიურად უჭერს მხარს გარემოს დაცვასა და რესურსების გონივრულ გამოყენებას და უერთდება დედამიწის საათს.
GAS ეკო-კლუბის მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო პოსტერები და ბუკლეტები და გაავრცელეს სასკოლო საზოგადოებაში. ბავშვებმა საინფორმაციო კამპანია თბილისის ქუჩებშიც გამართეს და ბუკლეტები დაურიგეს მოსახლეობას
კლუბის ხელმძღვანელი: ლიკა მესხი
ჩვენი ერთი საათი სიბნელეში – სინათლეა ჩვენი პლანეტისთვის!
შემოგვიერთდით!