top of page

ეკო კლუბი "მომავლის გზაში"

ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის საახალწლო ვიზიტი ფონდ "მომავლის გზაში"

ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბი უკვე არაერთხელ ეწვია ფონდ "მომავლის გზის" ბენეფიციარებს.

ამჯერად კლუბის წევრებმა სკოლის სახელით ფონდს საჩუქრად გადასცეს პერსონალური კომპიუტერი და ბავშვებისთვის მიიტანეს ტკბილეული, სათამაშოები და წიგნები.

მასპინძლებმა ეკოკლუბს თბილი დახვედრა მოუწყვეს. მათ სტუმრებს შეუსრულეს საშობაო ალილო და ქართული ცეკვები, რაც განსაკუთრებულად ამაღელვებელი და სასიამოვნო იყო.

ასეთი ინიციატივები, რომლებსაც სკოლა მუდმივად მხარს უჭერს, ხელს უწყობს მოსწავლეებში ჰუმანიზმისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებას.



(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page