კინო და ტელეინდუსტრიის კულისები – შეხვედრა პროდიუსერ, თეონა მაზმიშვილთან
- gas135791113
- Mar 27
- 1 min read

მშობელთა ჩართულობის და პროფესიული ორიენტაციის პროექტების ფარგლებში ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვია პროდიუსერი თეონა მაზმიშვილი.
შეხვედრას ეკო-კლუბისა და ტელე-კლუბის მოსწავლეები დაესწრნენ. სტუმარმა ამომწურავად ისაუბრა პროდიუსერის პროფესიის თავისებურებებზე, განმარტა ტელე და კინო სფეროებში პროდიუსერის როლი და ძირითადი ფუნქციები. მოსწავლეებმა გაიგეს, როგორია ამ სამყაროს ყოველდღიური საქმიანობა.
მსგავსი ტიპის შეხვედრები პროფესიის არჩევაში ეხმარება მოსწავლეებს და შთააგონებს მათ, რომ ყოველი პროფესია ხელოვნებაა, თუ მას მთელი გულით ემსახურები.
ქართულ-ამერიკულ სკოლას რეგულარულად სტუმრობენ სხვადასხვა დარგის ცნობილი და გამორჩეული სპეციალისტები, რომლებიც მოსწავლეებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.