ქართული-ამერიკული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა, მეგი ტალახაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი წამოიწყეს, რომელიც კლიმატური ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
უფროსმა GAS-ელებმა პატარებს გასაგებ ენაზე აუხსნეს, რა არის კლიმატური ცვლილება, მისი მიზეზები და შედეგები.პატარები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიებში, სვამდნენ კითხვებს და საკუთარი ცოდნითაც გაოცეს უფროსები.
პროექტის დასასრულს, პატარებმა და დიდებმა ერთად დახატეს კლიმატური ცვლილებების თემაზე ნამუშევრები, რომლებშიც ასახეს როგორც არსებული პრობლემები, ასევე პოზიტიური ცვლილებების პერსპექტივები. ეს აქტივობა საინტერესო და შემოქმედებითი გამოცდილება იყო ყველასთვის.