✨🥇 ოქრო და ბრინჯაო ICYS-2025 იდან! 🇬🇪
- gas135791113
- Apr 10
- 1 min read

ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები - ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან (ICYS) ოქროსა და ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ!
⭐️ 2025 წლის 6-10 აპრილს ტაილანდში, ქალაქ ვენ ჩანში, KVIS-მა, ტაილანდის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების ხელშეწყობის ინსტიტუტთან (IPST) თანამშრომლობით, უმასპინძლა 31-ე ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია (ICYS) და მერვე ყოველწლიურ სამეცნიერო გამოფენას Kamnoetvidya Invitational Science Fair (KVIS-ISF).
🌍👨🔬 ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დელეგაციის წევრები: ხელმძღვანელი - ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი, ბ-ნი მამუკა მესხიშვილი, იაკობ საფარაშვილი, ნიკოლოზ დავითაძე,ნიკოლოზ კოკაია, ირაკლი კუპატაძე, ანანო ქართველიშვილი, მარიამ შაშიაშვილი
🏅 ოქროს მედალი მათემატიკის სექციაში — იაკობ საფარაშვილი და ნიკოლოზ დავითაძე
🏅ბრინჯაოს მედალი ფიზიკის სექციაში — ნიკოლოზ კოკაია და ირაკლი კუპატაძე
⭐️ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია (ICYS), რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და STEM-ის დარგებში პროექტებისა და კვლევების წარდგენის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგენს, 1993 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. საქართველო აღნიშნულ კონფერენციაში 2002 წლიდანაა ჩართული და საპრიზო ადგილებს სტაბილურად იკავებს.