საერთაშორისო პროექტებში მონაწილე მოსწავლეების შეხვედრა
- gas135791113
- Apr 7
- 1 min read
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა შეხვედრა იმ მოსწავლეებთან, რომლებიც წელს მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში:
გაეროს მოდელირების კონფერენცია – ნიუ-იორკი
ჰარვარდის მოდელირების კონგრესი – ბრიუსელი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგ-სიმულაცია "დეზინფორმაცია და პროპაგანდის მეთოდები/ტექნიკები"
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქ-ნი ირმა მესხიშვილი და ისტორიის პედაგოგი, გაეროს მოდელირების კლუბის ხელმძღვანელი ქ-ნი ანჟელა ბოკუჩავა.
მოსწავლეებმა გაუზიარეს დამსწრეებს თავიანთი შთაბეჭდილებები , ისაუბრეს გამოწვევებზე , დაუვიწყარ ემოციებსა და მიღებულ გამოცდილებაზე .
მათი მონათხრობი ნათლად წარმოაჩენდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა .
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები – აქტიური ჩართულობისა და მიღწევების აღსანიშნავად.