top of page

შეხვედრა საყვარელ საბავშვო მწერალთან - მარიამ წიკლაურთან

 


შეხვედრა საყვარელ საბავშვო მწერალთან - მარიამ წიკლაურთან

„ღამე უფრო მეტის მცოდნე, ვიდრე დილით“ – ამ სიტყვებით დაიწყო შეხვედრა საბავშვო მწერალმა, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატმა მარიამ წიკლაურმა!   

მესამე კლასის მოსწავლეებმა ქართული გვარების შესახებ საინტერესო ლეგენდები მოისმინეს, გაეცნენ „დაკარგული სიტყვების ფესტივალის“ ისტორიას და ისიამოვნეს მარიამ წიკლაურის ლექსებით.   

ცნობისმოყვარე პატარებმა ბევრი შეკითხვა დაუსვეს საყვარელ მწერალს წიგნების, ლიტერატურული პერსონაჟებისა და თავად მწერლის ბავშვობის შესახებ.   

 ტრადიციულად, შეხვედრის დასასრულს გაიმართა ფოტოსესია და ავტოგრაფის დარიგება.

 ქართული-ამერიკული სკოლა მუდმივად მასპინძლობს ცნობილ მოღვაწეებს სხვადასხვა სფეროდან. კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 2 თებერვალს აღინიშნება, ბოლო ორი კვირა საბავშვო მწერლების ვიზიტებს დაეთმო.

 შეხვედრები მწერლებთან გააღრმავებს მოსწავლეთა სიყვარულს წიგნებისა და ლიტერატურისადმი!


(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page