შეხვედრა ფსიქოლოგ ნინო ქვარიანთან
- gas135791113
- Apr 8
- 1 min read
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგ ნინო ქვარიანთან, რომელსაც ორგანიზება გაუწია სკოლის ფსიქოლოგმა, ანი ასათიანმა.
ქალბატონი ნინო ქვარიანი არის ფსიქოლოგი და ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოლოგიური კომპანია „საფეხურის“ დამფუძნებელი, რომელსაც 26 წლიანი გამოცდილება აქვს მოზარდებთან და ზრდასრულებთან მუშაობაში.
საუბრის თემა იყო ბავშვებში ასაკობრივი კრიზისები, მათი მიზეზები და დაძლევის გზები.
შეხვედრა ინტერაქციული იყო, მშობლებს მიეცათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ რჩევები.
მადლობას ვუხდით ქალბატონ ნინოს საინტერესო შეხვედრისთვის და მშობლებს — აქტიური მონაწილეობისათვის!