top of page

ციფრული წიგნების პრეზენტაცია

ქართულ-ამერიკული სკოლის მეხუთე კლასელებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მოთხრობები დაწერეს. ნაწარმობების სიუჟეტები და პერსონაჟები ტექნოლოგიების მიმართულებას ეხებოდა. ხელოვნური ინტელექტი მოსწავლებს იდეების გენერირებაში და ტექსტის შედგენაში დაეხმარა.


მოსწავლებმა მოთხრობები და ილუსტრაციები Book Creator-ში საბოლოო სახით აკინძეს, დასრულებული წიგნები მეორე კლასელებს წარუდგინეს, რომელთაგანაც დიდი მოწონება დაიმსახურეს და ცნობისმოყვარე პატარების კითხვებსაც უპასუხს. ტექნოლოგიისა და ლიტერატურის შერწყმამ სწავლის პროცესი ბევრად საინტერესო გახადა. მოსწავლეებს საკუთარი იდეების, ფანტაზიისა და უნიკალური ისტორიების გაცილებით მარტივად შექმნისა და გადმოცემის საშუალება მიეცათ. AI და Book Creator-ის გამოყენებით ციფრული უნარების განვითარება კი მათ მომავალში შედარებით რთული ტექნოლოგიური ამოცანების შესრულებაში დაეხმარებათ.



bottom of page